LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა თქვა, რომ „მაგისტრმა, დოქტორმა კობახიძემ უნდა იცოდეს, რომ დისკრეციულ უფლებაზე მუქარა დაუშვებელია.“

როგორც კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „თავიდან პრეზიდენტის განცხადება „ფეიკი“ ეგონა.“

„ზოგადად, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას აქვეყნებს, თავიდან „ფეიკი“ მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო… მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.