ესპანეთის დედაქალაქი გახდა ყველაზე დიდი ქალაქი ევროპაში, სადაც ყველა ავტობუსი ეკოლოგიურ საწვავზე იმუშავებს. არაეკოლოგიური ტრანსპორტის ძრავები 2022 წლის ბოლოს სამუდამოდ გააჩერეს.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადგილობრივი ოპერატორის პარკში 1915 ავტობუსია, რომელიც ბუნებრივ გაზზე მუშაობს. ასეთი ტრანსპორტი დიზელთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს და ჰაერს თითქმის არ აბინძურებს.
გარდა ამისა, მადრიდის ავტობუსების პარკში მუშაობს 180 მანქანა ელექტრო ძრავით, 2025 წლისთვის კი მათი რიცხვი 25%-მდე გაიზრდება.
2023 წლის ბოლოსთვის ესპანეთის დედაქალაქის ქუჩებში 10 წყალბადზე მომუშავე ავტობუსიც გამოჩნდება.
ასე რომ ესპანელებს გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვთ.
