LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქის პოვნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას თქმით, ღამით საქართველოს 4 მოქალაქე იპოვეს:

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ოთხი მოქალაქე ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად და კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც ნანგრევებშია მოყოლილი, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ელჩის თქმითვე, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს 2 მოქალაქე, 100-ზე მეტი იპოვეს, 2 კი ამ დრომდე დაკარგულია.

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 9 000-ს მიაღწია.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მიწისძვრების შედეგად დაშავდა 34 810 ადამიანი, განადგურდა 5 775 შენობა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მაშველებმა 8 000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. სტიქიის ზონაში თურქეთის ყველა უწყებიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

რაც შეეხება სირიას, ბოლო ცნობებით, სირიაში მსხვერპლის რიცხვი 2 530-მდე გაიზარდა.

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„გთხოვთ, დაგვეხმაროთ…ღმერთმა ყველას გვიშველოს” – ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს