LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: პრეზიდენტს არაფერს ვუპასუხებ – ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა

მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ საქართველოში მას მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით არანაირი ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვერაფერს უპასუხებს, რადგან მისი თქმით, ყველას მისი „არჩევანი და მორალი აქვს.“

ექსპრეზიდენტის დედა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთადერთი დანაშაული აქვს და ეს არის ის, რომ „2008 წელს, რუსებს თავისი ქვეყანა არ ჩააბარა“:

„ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“ – პრეზიდენტის განცხადება

„პრეზიდენტს არაფერს ვუპასუხებ, უბრალოდ იცით რაშია საქმე? მე მივიჩნევ, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ 2008 წელს თავისი ქვეყანა რუსეთს არ ჩააბარა, როგორც გამოირკვა აი ეს არის მისი დანაშაული, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, თავისი ღირებულებები აქვს, ყველას თავისი მორალი აქვს, ასე რომ მე ვერაფერს გეტყვით.. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს.“ – განაცხადა გიული ალასანიამ.