აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს აგრესიის უმიზეზოდ გამოვლენა.
თავი შეიკავეთ სხვათა გაკიცხვისა და განკითხვისგან, უმჯობესია იფიქროთ საკუთარი თავის და ქცევის გამოსწორებაზე.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და პარტნიორის ზედმეტი კრიტიკა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტესტირებისა და გამოცდების ჩასაბარებლად, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის ნივთების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ბეჟი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.
