მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და გვამცნობს, რომ სიმღერაში მისი დებიუტი შედგა.
ტექსტიდან ვიგებთ, რომ გიორგიმ გოგონათა გუნდ „იალონთან” ერთად რომანსი, ,,დავრდომილი, სნეული” შეასრულა.
„აქამდე ამ ფანტასტიკური გოგონების კონსულტანტად ვმუშაობდი, ძველ სიმღერებს ვურჩევდი ხოლმე შესასრულებლად.
დღეს საერთოდაც ბიბლიოთეკაში დამესხნენ თავს და უკადრებელი მაკადრებინეს, მათთან ერთად მამღერეს ერთი მივიწყებული რომანსი – საუკეთესო თერაპიააო.
მაშ, ასე თქვენი მონა-მორჩილი გიორგი კეკელიძე და „იალონი” – ,,დავრდომილი, სნეული”.
მუსიკა ყარალაშვილის, ტექსტი მაყაშვილის, ასრულებდა სარაჯიშვილი, ნანული აბესაძე და გამოყენებულია ,,იმერულ ესკიზებში”, სადაც ტექსტი მცირე შეცდომითაა, მაგრამ ვერსია სრულიად გენიალური.
ცეკვისგან განსხვავებით, სადაც მახვილითა და ცეცხლით ხუთი წელი მატარებდნენ, მიუხედავად ჩემი მელომანობისა – სიმღერაში დებიუტია. ამიტომაც ჩემს შეშინებულ ტემბრს მკაცრად ნუ განსჯით”, – წერს გიორგი კეკელიძე.
