LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს…ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ” – იაგო ხვიჩია

„2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს…ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის.

„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვან, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მტრის ხატი, განადგურებას გადაარჩინონ. მე წინააღმდეგი ვარ მიხეილ სააკაშვილის გაშვების, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება და მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო.

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ.

არავის არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„არ მინდა, ამ ქვეყანაში ლინჩის წესი მოქმედებდეს.. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა“ – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ირაკლი კობახიძე: რეზოლუცია აბსურდულია, ნულოვანი ფასი აქვს – სააკაშვილი დღეს ციხეში, ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო ყოფილა… ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში – გიული ალასანია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე