LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთმა ჰაერში მავნე გამონაბოლქვის საპოვნელად დრონები „დაიქირავა“

მოწყობილობა ქალაქის თავზე იფრენს და ყველაზე დაბინძურებულ რაიონებს გამოავლენს. ინფორმაციას სიახლის შესახებ The Mayor ავრცელებს.

დრონების დავალება  – ჰაერის ხარისხის უმთავრესი მაჩვენებლების გაზომვაა – მათ შორის იქნება მტვრის მიკრონაწილაკები.

გარდა ამისა, მოწყობილობა სუპერ მგრძნობიარე კამერით იქნება აღჭურვილი და ზუსტად შეძლებს დაბინძურების წყაროების პოვნას. ამ გზით ბულგარეთის დედაქალაქის მერია ქალაქის დაგეგმარებაში ცვლილებების შეტანას შეძლებს, მაგალითად ყველაზე დაბინძურებულ რაიონებში საავტომობილო მოძრაობას განსხვავებულად დაარეგულირებს.

ჰაერის დაბინძურებას სასუნთქი გზების დაავადებების და გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ევროპა ყველაფერს აკეთებს რომ ეს პრობლემა უმოკლეს დროში მოაგვაროს.