LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გურია, კერძოდ, კურორტი გომისმთა იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 13:40 საათზე, 1 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.