LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამერიკული კანონი დავაკოპიროთ, მერე აღარ იტყვიან, რომ ეს რუსული კანონია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება დასავლეთის შეფასებებს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს“ მოჰყვა.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, იმის გამო რომ გაჩნდა კითხვები, „ფიქრობენ, რომ ამერიკული კანონი დააკოპირონ“.

„მოხარულები ვართ, რომ „ხალხის ძალის“ ეს ინიციატივა ძალიან სწრაფად აიტაცა ევროკავშირმა და იქაც ანალოგიური საკითხი დაინიცირდა. ჩვენ, „ხალხის ძალას“ ამის მერეც ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა გვექნება და თუ მოგვბაძავს ევროპარლამენტი ამაშიც, იქნება ძალიან კარგი.

რაც შეეხება იმას, რომ კამათი გამოიწვია ჩვენმა პროექტმა, როგორც ევროპარლამენტში თქვეს, რომ სურთ ამერიკული კანონი „გადმოაკოპირონ“ და ისე დააინიცირონ, ჩვენც ვფიქრობთ, რომ შეიძლება დავაკოპიროთ ამერიკული კანონი, თუმცა უფრო გართულდება და დამძიმდება პროცესი, ვიდრე ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტით.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კომიტეტზე შევცვალოთ მთელი რიგი პუნქტები, რადგან ამერიკული კანონის შერბილებამ პირიქით რეაქცია გამოიწვია და ითქვა, რომ შერბილება ყოფილა რუსული კანონი.

ჩვენ ვფიქრობთ, არც ვენეციაში და არსად გასაგზავნი რომ არ იყოს, ხომ არ გავაკეთოთ ისე, რომ პირდაპირ ვთარგმნოთ ამერიკული კანონი ერთი ერთში. მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონი და თუ მაინც იტყვიან, მაშინ ამერიკაში ყოფილა რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისი, რომელმაც აღნიშნა, რომ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ამავე თემაზე:

ევროპული საბჭო: „არ დაუჭიროთ მხარი „ხალხის ძალის“ კანონპროექტს“

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

შელახული რეპუტაცია და სირცხვილის ლაქა – „ხალხის ძალა“ ევროპარლამენტარებზე

„კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა“ – ეს ვკითხო ნედ პრაისს?!“ – ყაველაშვილი

კობახიძე: ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა