LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სოფო ნიკოლაიშვილი სიმსივნის დიაგნოზზე: „ექიმი მომიტრიალდა და მეუბნება, თქვენ უნდა იბრძოლოთ. ეს სიტყვები ცხოვრებაში არ დამავიწყდება….“

ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი იხსენებს, როგორ გაიგო, რომ სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა:

„პირადად ჩემ შემთხვევაში ეს იყო ოპტიმიზმი, სიცოცხლის სიყვარული, არ დავიჯერე, რომ ეს საბოლოო განაჩენია, თუმცა პირველ წუთებში ეს არის კატასტროფა. ამ დიაგნოზს არ იცნობ, არ გაქვს ახლოს შეხება, მაინც ასოცირებულია, როგორც ფატალური შემთხვევა. უცხოეთში წასვლის წინ ფუნდამენტური გამოკვლევა ჩავიტარე. რომ ჩამოვედი, უცებ მკითხა, რა გვარი ხართო, ნიკოლაიშვილი-მეთქი და გოგონამ ისე ამომხედა… ვერ ვუშვებთ, რომ ეს ჩვენ დაგვემართება… ექიმი მომიტრიალდა და მეუბნება, თქვენ უნდა იბრძოლოთ. ეს სიტყვები ცხოვრებაში არ დამავიწყდება. კადრებად გაიარა ყველაფერმა. მანქანაში დავჯექი, თავი ჩავღუნე და ვფიქრობდი, ახლა რა გავაკეთო-მეთქი. აგონიაში ვიყავი, ბოლომდე გააზრებული არ მქონდა… აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, ახლობლები, რომ მოგცენ რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალება…“

სოფო ნიკოლაიშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ მე -ძლივს გადარჩენილს, ან საბოლოოდ, ვერგადარჩენილს, ყველაზე მეტად უნდა მეშინოდეს ნაბრძოლი სიცოცხლის დაკარგვის, ერთხელაც არ მიფიქრია, რომ კოვიდვაქცინაზე უარი მეთქვა!“