LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა, რომელიც 70 წელია ქორწინებაში იმყოფება, ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა

არჩი და მარტა კირკლანდმა, რომლებიც უკვე 70 წელია ქორწინებაში იმყოფებიან, ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლო გაამხილეს. შეყვარებულების ისტორია Daily Record-მა გაავრცელა.

არჩი და მარტა ერთმანეთს პირველად 1950-იანი წლების დასაწყისში, ლონდონში შეხვდნენ, 1955 წელს კი დაქორწინდნენ. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არასდროს დაშორებულან. ამჟამად არჩი 93 წლისაა, მარტა – 91-ის. ასაკოვანი ცოლ-ქმრის თქმით, მათი მყარი ქორწინების მთავარი საიდუმლო – ყოველ დღე ერთმანეთის გვერდით ყოფნაა.

ამჟამად არჩი და მარტა ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობენ და ვალენტინობა 68-ედ აღნიშნეს. წყვილის შვილებს, 6 შვილიშვილს და 3 შვილთაშვილს, ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ მოხუცებს ამ დღის ერთად გატარება შეუძლიათ.