LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა დავით მესხის რვა წლის შვილს სიმსივნე აღმოაჩნდა – ოჯახს, სადაც 11 ბავშვია, დახმარება სჭირდება

მამა დავით მესხს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მის შვილს, 8 წლის ნინის სიმსივნე აღმოაჩნდა და აუცილებელია მისი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა.

8 წლის ნინის დაუდგინდა „მეზენტერული პლექსიფორმული ნეიროფიბრომა – გართულებული ანამნეზის გამო მკურნალობა ვერ ხერხდება საქართველოში.

ნინის სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში ACIBADEM MASLAC HOSPITAL/ISTAMBUL – ში  გადაყვანა. პირველ ეტაპზე აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა, უნდა მოხდეს სიმსივნური კერის მოცულობის შემცირება და შემდგომში ქირურგიული ჩარევა.  პირველადი ხარჯები მოიცავს 16 035 დოლარს.

„მამა დავითს რომელსაც ჰყავს 11 შვილი დახმარება სჭირდება. 8 წლის ნინის აღმოაჩნდა სიმსივნური დიდი ზომის წანაზარდი და სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს თურქეთში გთხოვთ მცირედით რითაც შევძლებთ დავუდგეთ გვერდით
#GE61TB7302236010100035 ეს დედის, რუსუდან მესხის ანგარიშის ნომერია“. – ვკითხულობთ qadageba.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელიასაქართველოს ბანკი: GE18BG0000000332086000

თიბისი ბანკი: GE20TB7876645164300001 – მიმღები დავით მესხი.