LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

გამოიჩინეთ სამართლიანობა და დაიცავით სიმართლე.

არაა გამორიცხული მოულოდნელი სარგებელი მიიღოთ ძველი საქმიდან.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა, სიჯიუტე და პარტნიორისთვის კატეგორიული მოთხოვნების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საკანცელარიო და საოფისე ნივთების შესაძენად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, უძრავი ქონების და ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პირობების წაყენება, ახალი სამუშაოს მოძიება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, თუმცა არ ღირს თაფლის, ციტრუსის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, იისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.  ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.