LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგაურების ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გიგაურების ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, გამოძიება სსკ-ის 333 მუხლის მესამე ნაწილის „ბ’“ ქვეპუნქტით დაიწყო.

თბილისში ოჯახს ძალის გამოყენებით ასახლებენ

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Friday, 24 February 2023