LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ორთაჭალაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

თბილისში, ორთაჭალაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარი პლასტმასის გაყვანილობებს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.