LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ

მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ. ესენი პუტინისტები არიან და ისინი კრემლის დავალებას ასრულებენ, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, აქციები გაგრძელდება.

„ქართველ ხალხს ბრძოლის გეგმა აქვს, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს კანონი რუსულია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების და ქართველი ხალხის ჩართულობა. ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა კიდევ აქვთ, ამ ერთი კომიტეტით ვერ დამთავრდება, იქაც აუცილებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, როგორმე სხდომები იქნებ ჩავუშალოთ. ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია ბრძოლა და მოქმედება. დღეს, სხვათა შორის ყველა პოლიტიკური პროდასავლური პარტია, ერთად, ამ კომიტეტის სხდომაზე იყო, რომ იქნებ ეს სხდომა არ ჩატარებულიყო. მათ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს „ახეული სიფათები“ ვნახეთ, რაც სოზარ სუბარს და ამ პრორუსებს ჰქონდათ. ესენი პუტინისტები არიან, ასრულებენ კრემლის დავალებას. საბოტაჟია ევროკავშირის სტატუსის, როგორც კი ახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინვე იწყებენ საბოტაჟს, ეს კანონი არის ამ ყველაფრის გაგრძელება. ამიტომ, პროტესტი დღესაც, ორშაბათსაც, როგორც კი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნება, სამშაბათსაც და აუცილებლად კონკრეტული თარიღი ან თარიღები დასახელდება, როცა ჩვენ გენერალური აქციებიც გვექნება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.