LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model X-ის ძარაზე 14 ათასი მონეტა დააწებეს

კროსოვერი Tesla Model X 5 ცენტიანი მონეტების ჯავშნით გააფორმეს. უჩვეულო „ტუნინგს“ ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ და ერთ-ერთ მომხმარებელს არ დაეზარა და მონეტების რაოდენობაც დათვალა. აღმოჩნდა, რომ ელექტროქარის ძარაზე 14 ათასზე მეტი მონეტაა, რაც იმას ნიშნავს რომ ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარითაა გაზრდილი, რაც ყველაზე იაფფასიან ტუნინგზე იაფიც კი გამოდის.

იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც აღნიშნა რომ მანქანა 75 კილოგრამით დამძიმდა, რაც დიდად სახარბიელო არ უნდა იყოს.

მონეტებით დაფარული Model X იუტას შტატში დააფიქსირეს. უნდა აღინიშნოს რომ თავად იდეა ახალი ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ქსელში Range Rover-ის ფოტოები გავრცელდა, რომელიც სხვადასხვა ნომინალის 57,4 ათასი მონეტით იყო დაფარული. ასეთმა გაფორმებამ ყველგანმავალი 172 კილოგრამით დაამძიმა.