LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: GPS ნავიგატორმა პენსიონერი სალაშქრო ბილიკზე აიყვანა

Alpina-ს უნივერსალით მოძრავი პენსიონერი ნავიგატორს ენდო და სალაშქრო ბილიკზე გაიჭედა. მიზეზი GPS-ის არასწორი მითითებები გახდა, რომელსაც მძღოლი რატომღაც ენდო, არადა საგზაო ნიშნებიც და შემხვედრი ადამიანებიც მას არწმუნებდნენ რომ საითაც ის მიდიოდა გზა აღარ იყო. მამაკაცი ჯიუტად აგრძელებდა გადაადგილებას მანამ, სანამ ვიწრო ბილიკზე არ აღმოჩნდა გაჭედილი. ავსტრალიის გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან ფოტოც გაავრცელეს.

პენსიონერი ერთ-ერთი სოფლისკენ მიემართებოდა და ნავიგატორს უმოკლესი მარშრუტის ჩვენება სთხოვა. შემდეგ კი იარა ისეთი გზით, სადაც აშკარად არ იყო საავტომობილო გზა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ პენსიონერი ალკოჰოლის ან სხვა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, ამიტომ ცოტა გაურკვეველია თუ რატომ ენდო ის GPS-ის აშკარად არასწორ ბრძანებებს.