ლაგოდეხში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქის ცენტრში გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ცნობითვე, დაჭრილები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი ახალგაზრდა ცხელ კვალზეა დაკავებული.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
