„საშვები მოგვცეს, მაგრამ პარლამენტში, რომ შემოვედით დაგვხვდა კორდონი და დაცვის სამსახურმა არ შეგვიშვა დარბაზში. ვერ შევაღწიეთ შიგნით, არადა ეს კანონი ჩვენ გვეხება და გვინდოდა გვეთქვა, რომ ეს არის წმინდა რუსული კანონი,“ – განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.
ზურიაშვილი ამბობს, რომ მედიას დღეს გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვს. ხელისუფლების მიზანი კი, ჟურნალისტების გაჩუმებაა.
„ჩაფიქრებული აქვთ, რომ გავგვაშავონ და ხალხს უთხრან, რომ ვართ აგენტები. რუსეთში მოსახლეობა ჟურნალისტებს ინტერვიუებს აღარ აძლევდა, ეუბნებოდნენ შენ ხომ აგენტების სიაში ხარო. ეს დონორებისვთისაც დიდი სიგნალია.
უნდათ, რომ ჩვენგან მოასუფთავონ ველი, რომ ჩვენი ხმა აღარ ისმოდეს. ამას ვერ მოესწრებიან. ჩვენ არასოდეს დავრეგისტრირდებით, რაც მოხდება მოხდეს. ეს კანონი არ აღსრულდება. ეს არ არის რუსეთი, ეს საქართველოა“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ ნინო ზურიაშვილმა.
შეგახსენებთ დღეს ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპორექტების განხილვაზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შეუშვეს, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოყვა.
