დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური, ხელგაშლილი და ქველმოქმედი თევზების, მთვარე კი მეოჯახე და ერთგული კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
არ მოუსმინოთ სხვის რჩევას, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი ინტუიციის კარნახით.
ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.
არ გადადოთ ხვალისთვის დღეს შესასრულებელი საქმე, მით უფრო, რომ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სწავლისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისა და ოჯახური წვეულების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა ხერხემლის, მუხლების, სახსრების და კანის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, სასწორს და მერწყულს.
