LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამით საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროპულ კურსს” – ახალგაზრდა ელჩები „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები რუსულ კანონს ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე.

როგორც ახალგაზრდა ელჩების განცხადებაშია ნათქვამი, რუსული კანონი შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედიაორგანიზაციებს.

“ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2022 წლებში, წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის.

დღეს, ამ კანონპროექტის მიღებით, ვდგავართ დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მიგვაჩნია, რომ კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ შეზღუდავს როგორც ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მედიაორგანიზაციებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტს და საფრთხის ქვეშ არ დააყენოს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან გაერთიანების პერსპექტივა”, – წერია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

რუსუდან მარგიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში. მერი უღრელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2018-2019 წლებში. სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015; 2019-2020 წლებში. ნენო გაბელია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. ქეთი არჩაია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017 წლებში.

მარიამ შონია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019-2020 წლებში. ლუკა გურგენიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთოს სამეფოში, 2019-2020 წლებში. მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში. დავით ხუბუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში. ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017 წლებში. მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2014-2015 გიორგი მჭედლიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში. მაკა ბერულავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვაში, 2022-2023 წლებში.

თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2016-2017 წლებში. თამარ არველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში, 2018-2019 წლებში. სოფო ქევხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, 2018-2019 წლებში. ნინო ახალშენიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, 2018-2020 წლებში თამარ ახალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2022-2023 წლებში.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია

„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ

„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია

გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!

„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა