გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, მოერიდეთ სხვათა კრიტიკას და წვრილმანებს ჩაძიებას.
არ ღირს ტრაბახი და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, სულსწრაფობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული საკითხების მოგვარებისა და ხელმძღვანელებთან საკუთარი პროექტების განსახილველად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ, ემოციურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. კარგი დღეა თვალების და ნერვული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ქალწულისთვის, კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.
