„ორი გზა აქვს ნიკა მელიას, ან თქვას, რომ განახლებული ენერგიით დაიწყებს მუშაობას, ან თქვას, რომ მომიკაკვია თითი, მაჯობა ხაბეიშვილმა და მე გავდივარ პოლიტიკიდანო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები.
„ორი გზა აქვს ნიკა მელიას, ან თქვას, რომ განახლებული ენერგიით დაიწყებს მუშაობას, ან თქვას, რომ მომიკაკვია თითი, მაჯობა ხაბეიშვილმა და მე გავდივარ პოლიტიკიდან. ასე რომ, განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და იმედია, ერთხელ მაინც ვინმე იმ ფრთიდან, ვისაც ჰქვია რადიკალური ოპოზიცია, დაფიქრდება, რა სჭირდება საზოგადოებას და იქნებ რაიმე კონკრეტული პროგრამით მოაწონოს თავი საზოგადოებას და არა გულზე მჯიღის ცემით, რომ იგი უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია, ვიდრე ხაბეიშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
