პირდაპირ ვამბობ, თუ ვინმე მომიტანს არგუმენტს, რომლის გამოც მეცოდინება, რის გამო არ უნდა დავთანხმდე ამ კანონპროექტს, მზად ვარ, ამაზე საჯარო დისკუსიაში პოზიციები გამოვხატო, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია არგუმენტი, რომ ეს ძველი კანონია, რადგან ბოლო წლებშიც იყო კონკრეტული „ქეისები“.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დემოკრატიულ საზოგადოებას, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ვამბობთ, რომ აქ უბრალოდ, ვტოვებთ ტაბუირებულ რაღაც თემას; ვკეტავთ და ვამბობთ, რომ ამაზე არ ვისაუბრებთ. ეს ბუნებრივად არ გამოიყურება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მე პირადად, პირდაპირ ვამბობ, თუ ვინმე მომიტანს არგუმენტს, რომლის გამოც მეცოდინება, რის გამო არ უნდა დავთანხმდე ამ კანონპროექტს, მზად ვარ, ამაზე საჯარო დისკუსიაში პოზიციები გამოვხატო, მაგრამ ასეთი არგუმენტი უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, უარგუმენტოდ, უბრალოდ ითხოვდე, ამ პოზიციას დაადექი. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება და ყოველთვის უნდა არსებობდეს ასპარეზი, სადაც ვიღაც გამოხატავს ამ პოზიციას; არ შეიძლება, რომ დაიხუროს თემა.
აშშ-ში, როდესაც ობიექტურად გაჩნდა ასეთი კონკრეტული საჭიროება და დაინახეს ადამიანებმა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, მათ შორის, უცხოური გავლენების დაფინანსების შესახებ, რა თქმა უნდა, ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მიიღეს კანონი და ის კანონი ათწლეულების განმავლობაში, დღემდე აქტიურად გამოიყენება. სხვათა შორის, აბსოლუტურად მიუღებელია არგუმენტი, რომ ეს ძველი კანონია. ბოლო წლებშიც იყო კონკრეტული „ქეისები“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„მოვუწოდებ, ჩემს ყველა სტუდენტს, მოვიდნენ და გამოგვიცხადონ მხარდაჭერა…დიდი ბრძოლა გვაქვს პარლამენტში” – თამარ კორძაია
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები უნდა განიხილონ, ხმაურია
„რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“ – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტთან „გავლენის აგენტების“ კანონპროექტს აპროტესტებენ
„ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან“ – ოპოზიციამ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დახია
გახარია: ახლა პარლამენტში ივანიშვილი ცდილობს, დაასრულოს ქართული დემოკრატია – ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში!
„ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე შეფასებებს წაიკითხავთ აქ:
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ
„გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს“ – ბრიტანეთის ელჩი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე
ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე
„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე
„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე
სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია
„მათ ან წაკითხული არ აქვთ კანონპროექტი, ან შეგნებულად თავს არიდებენ შინაარსზე საუბარს“ – „ხალხის ძალის“ პასუხი ელჩებს
„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა