LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტის „ამერიკული ვერსია“ ვენეციის კომისიას სესიაზე განხილვის გარეშე გადაუგზავნა

პარლამენტმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსია, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ჰქვია, ვენეციის კომისიას საპარლამენტო სესიაზე განხილვის გარეშე გადაუგზავნა. ამის შესახებ „ფორტუნას“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს წერილით მიმართა:

„საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ.

კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.“– წერს შალვა პაპუაშვილი წერილში.

„ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი.. ბორელმა თქვა, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი EU-ს ღირებულებებს არ შეესაბამება“ – ზახაროვა