„ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ჩვენთვის ისტორიულად ქრისტიანობასთან, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფეისბუკ სტატუსებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში მისი მისამართით იწერება:
„ევროპაზე საუბრისას, პირადად მე, ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები: „კახა კარგია შოპინგები ევროპაში?“.
ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს (პოლიტიკურ ოპონენტებს) ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს.
ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე, ჩემი წარმატებებიც დაკავშირებულია მილანთან, ევროპასთან, რითაც მე ძალიან ვამაყობ, ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი ქვეყნის ტრადიციებით და ამ მიდგომით და დამოკიდებულებებით ვზრდი შვილებს.
ჩემთვის ევროპა არა „შოპინგზე“ სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. ევროპაში, როგორც ქართველი ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ და მომავალშიც ასე ვივლი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ხატია დეკანოიძე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაადგილებაც კი შეგეზღუდოთ ევროკავშირის ქვეყნებში
ხუნდაძე: „მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს“
„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი
