LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეგაშინოთ არაფერმა, მოთხოვნა არის ორი“ – ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს 17:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს

„ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენი დასაცავია, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და მოქალაქეებს 17:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, შეკრების პარალელურად, მნიშვნელოვანია, მათ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდეთ:

„მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც გუშინ, ჩვენი ევროპული მომავალი ჩვენი დასაცავია, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა.

არ შეგაშინოთ არაფერმა, პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.

ეს არის თქვენი ქვეყანა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ეს ქვეყანა არის ჩვენი საბრძოლი, ამიტომ დღეს 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ. სამოქალაქო სექტორი 15:00 საათიდან უკვე იწყებს აქტიურობას და შეკრებას, რაც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.

17:00 საათიდან მობილიზება გავაკეთოთ, ყველა შევიკრიბოთ პარლამენტთან და ასევე, მნიშვნელოვანია გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები. ეს მოთხოვნები არ გამომდინარეობს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან, ამიტომ ვაჟღერებ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ხალხს.

მოთხოვნა არის ორი – პირველი, რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს თუ გაიწვევენ, ვინმე იტყვის, რომ რუსები არ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ჩვენს ევროპულ მომავალს აფერხებს, ევროკავშირის სტატუსზე არის წინაღობა. მეორე მოთხოვნა არის უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. თუ ეს ორი მოთხოვნა არ სრულდება, არ აკეთებს „რუსული ოცნება“, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებს, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე, დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ეს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული, არის პოლიტიკური პატიმარი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი გიგაშვილი: „ხალხო, ბრძოლას აქვს აზრი. ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება!..“

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

თაკო ჩარკვიანი: „ვიომეთ“ რასაც ჰქვია, გუშინ ერთი მთლიანი ვიყავით ყველა, ჩვენი სასწაული უმაგრესი ახალგაზრდობა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ რაღაც გვასწავლა.. დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!“ – ნანა მახარაძე

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ – ზაზა ფაჩულია