ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, რატომ დაშორდა საყვარელ ადამიანს:
„ეს იყო პირველი სიყვარული. ათასი მიზეზი იყო და არ მინდა ამ მიზეზებზე საუბარი. საყვარელი მამაკაცის გარეშეც ვუქმნი თავს მოტივაციას, ვისახავ მიზანს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მივიდე ამ მიზნამდე. მოკლედ, არ არის აუცილებელი, მოტივაციისთვის ვიღაც მყავდეს გვერდით. სხვათა შორის, როცა შეყვარებული ვარ, პეპლები და ღრუბლები დაფრინავს ირგვლივ და ცოტა შრომისუუნარო ვხდები (იცინის). გინდა, არ გინდა, შენი ენერგია სხვა ადამიანზე ნაწილდება და კარიერასაც აკლებ ძალისხმევას, რომელიც მასში უნდა ჩადო. კი, ეს მდგომარეობა კარგია, მაგრამ მე, როცა შეყვარებული ვარ, ენერგიას უფრო საყვარელ ადამიანში ვდებ, ვიდრე კარიერაში. მე არ ვამბობ, რომ საყვარელი ადამიანი აუცილებელი არ არის, რადგან გჭირდება ადამიანი, ვისაც წარმატებას გაუზიარებ, მხარს დაგიჭერს, შენს ემოციას გაიზიარებს… უნდა შეგეძლოს პირადი ცხოვრებისა და კარიერის დაბალანსება…“
ვიდეო: “ბედნიერებას და სიყვარულს აფრქვევ” – ბაბი კირკიტაძე მომხიბვლელი ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს
