LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.

ე.წ. რობოკოპები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ იყენებენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. პირველად დაიწყო ე.წ. რეზინის ტყვიების გამოყენებაც.

ამასთან, სპეციალური ძალები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

„ქართული ოცნების” დეპუტატები, ქეთი დუმბაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებენ, რომ მათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზი მოხდა

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

ფოტო: ინტერპრესნიუსი