LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი რუსთაველზე დგას! თქვე, რუსებო თქვენ! თქვე ავაზაკებო! მაინც არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, რა რუსული კანონებიც არ უნდა მიიღოთ” – ინგა გრიგოლია

თქვე ავაზაკებო! მაინც არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, რა რუსული კანონებიც არ უნდა მიიღოთ, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მე ტელევიზიაში ვარ. ჩემი შვილი რუსთაველზე დგას! თქვე, რუსებო თქვენ! თქვე ავაზაკებო! მაინც არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, რა რუსული კანონებიც არ უნდა მიიღოთ! როგორც არ უნდა გადაგვიაროთ თავზე! სპეცრაზმი კი არა, რუსული არმია რომ შემოიყვანოთ ,მაინც!!!…Mari Grigolia მაგრად სდექ! მადლობა, რომ მანდ დგახარ. სადაც უნდა იდგე”, – წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტთან განთავსებული ჯებირების აღებას ცდილობენ.

სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ამ დროისთვის ადგილზე ვითარება დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს