აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
იხილეთ განცხადება სრულად:
„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.
სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული – არიან დაშავებულები
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
