LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯვალაძე პუტინის დაკავების ორდერზე: აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში

აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შემდგომ პროცესებს დააკვირდებიან.

„პროცედურებია განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება იმ მოვლენებზე, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. სწორი მიდგომაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, იმ ფორმატებით, რომლებიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად. ვფიქრობ, აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ამას დავაკვირდებით. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ იქნება მართებული. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეა, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოყალიბებულია, რომ ამ გზით სვლა არის მართებული და სწორი მიმართულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ბორელი: პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს

რუსეთი არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას – როგორ ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერი გაცემას

ისტორიული გადაწყვეტილებაა – ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

ბაიდენი პუტინის დაკავების ორდერზე: ეს ძალიან ძლიერი სიგნალია, პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები