დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური, ემპათიური და ინტუიციური თევზების, მთვარე კი, მეგობრული და მუდამ კეთილად განწყობილი, სიახლეებისა და რეფორმების მოყვარული მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება.
მოერიდეთ ფორიაქს, თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
არ აჰყვეთ ილუზიებს და მოჭარბებულ ფანტაზიებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
არ ღირს გარშემომყოფთა განსჯა და განკითხვა, უმჯობესია დაუკვირდეთ საკუთარ ქცევას და გამონათქვამებს.
არაა გამორიცხული სწორედ დღეს შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, მიიღოთ მოულოდნელი საჩუქარი ან შეიტყოთ სასიამოვნო ახალი ამბავი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას.
