LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25-26 მარტს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება – ირინა ცერცვაძე სტუმრად „არტ-FM“-ში

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ირინა ცერცვაძე სტუმრობდა, რომელმაც 25 და 26 მარტს დაგეგმილ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების გამოფენა-გაყიდვაზე ისაუბრა.

ქალბატონო ირინა, მოგვიყევით თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების გამოფენაზე,

აღნიშნული ღონისძიება 25-26 მარტს გაიმართება. პროექტი „თბილისის მერიის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია სხვადასხვა მიმართულების ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება. პროექტში დაახლოებით ორმოცდაათამდე ხელოვანი იღებს მონაწილეობას. რაც მთავარია, ეს არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვა, ამ პროექტს შემეცნებითი ხასიათიც აქვს და ჩვენ მონაწილეებს მნიშვნელოვან მასტერკლასებს ვთავაზობთ. პირველი ეს არის ფეშენ მერჩენდაიზინგი, რომელსაც სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქალბატონი ნინო მგალობლიშვილი წარუძღვება. მასტერკლასები ასევე გაიმართება პიარის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ამ მასტერკლასებს მე წავუძღვები. მისამართი გახლავთ ალექსანდრე ჭავჭავაძის N37, „აქსის თაუერსის“ შენობა, ანუ „პულმანი“. გამოფენა-გაყიდვა 17:00 საათიდან 21:00 საათამდე წარიმართება.