LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი დავით აღმაშენებლის ხეივანში: ცეცხლი მიკროავტობუსს გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. ცეცხლი მიკროავტობუსს გაუჩნდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.