LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით, ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.

მერიის განმარტებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება.