LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას – კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში

სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას – კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პრემიერ მინისტრი საზოგადოებაში ნიჰილიზმსა და უიმედობას თესავს.

„რომ აიღო პრემიერ-მინისტრის 2014 წლის გამოსვლა, სხვა გამოსვლები, ერთი ერთში იმეორებს იმავე ნარატივს, ვერ ვითარდება პრემიერი, ოღონდ შემოამატა უკრაინა და დაამატა დასავლელი პარტნიორების ლანძღვა. პრემიერი რას ნიშნავს, ხელისუფლება რას ნიშნავს? ნიჰილიზმი და უიმედობა კი არ უნდა გააღვივო, კი არ უნდა დათრგუნო ომის საფრთხით შენი მოსახლეობა, პირიქით, საფრთხეზეც ისაუბრე, მაგრამ პერსპექტივა დაანახე. მესამე მსოფლიო ომზე დაიწყო საუბარი, თითქოს რაიმე ფორმით ზეგავლენა შეუძლია საქართველოს მესამე მსოფლიო ომის აცილებაზე.

რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო – სულ ბირთვული სახელმწიფო იყო რუსეთი. როცა ახალგაზრდებმა თავისუფლება მოინდომეს, მაშინაც ეუბნებოდნენ, ეს ბირთვული სახელმწიფოა არ გინდათ თავისუფლებაო. ახლა იმავეს გვეუბნებიან იგივე ხალხის სულიერი მემკვიდრეები, რომ ევროპა და ნატო არ გვინდა, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო. არ დაიჯეროთ ხალხო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ის გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
სამი რამ ეღობება საქართველოს ევროკავშირში შესვლას – კობახიძე, ღარიბაშვილი ივანიშვილი, ესენი არიან ჩაწოლილი კარში და არ გვიშვებენ ევროკავშირში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ვრცლად გაეცნობით აქ:

პრემიერი ევროპარლამენტარებზე: მოგვიწოდეს გვარამიას გათავისუფლება.. არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები:

გოცირიძე ღარიბაშვილს: თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, ერთადერთი სხვაობა ის იყო, ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ, ცუდად დაგიმახსოვრებთ