დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება რამდენიმე მეტროსადგურთან პლაკატების გაკვრის ფაქტს, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული.
კალაძე აცხადებს, რომ მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა.
„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. ამას ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება – შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
