LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ახალი რობოტი მცველი EBO X, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

Enabot-მა შექმნა რობოტი, ოჯახის მცველი EBO X, რომელთანაც ბავშვებიც სიამოვნებით ითამაშებენ. უპირველესად, იგი თქვენი სახლისა და ოჯახის მცველია. ამასთან, ჭკვიანი რუკების შედგენის უნარით თქვენი სახლის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მისვლა. ხოლო 4K კამერითა და 8MP ულტრა დაბალი სინათლის სენსორით როგორც დღისით, ისე ღამითაც ხედავს. მას ესმის კიდეც და ხმის მიმართულებით წასვლაც შეუძლია.  მას შეუძლია  გითხრათ, თუ მაგალითად თქვენი ოჯახის ხანდაზმული წევრი წაიქცევა, ბავშვი ტირილს დაიწყებს ან ვინმე დახმარებას ითხოვს. სახის ამოცნობის სისტემა მას საშუალებას აძლევს, კონკრეტულ ადამიანს მიმართოს.

მისი პრემიუმ Harman AudioEFX სპიკერით შეუძლია, ბავშვები ხმის ეფექტებითა და მუსიკით გაართოს, გაჰყვეს მათ და უზრუნველყოს მათივე უსაფრთხოება.

ტექნოლოგიური სიახლეები