საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე, ასევე საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ცნობით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის კონკრეტულ მონაკვეთზე და ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
#რახდებაგზებზე
? ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის…
Posted by საავტომობილო გზების დეპარტამენტი on Wednesday, 29 March 2023
