მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:45-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ფინანსური სიურპრიზების დღეა! ყურადღებით განახორციელეთ ყველა ფინანსური ოპერაცია და გონივრულად ხარჯეთ ფული, რადგან სიურპრიზები ნეგატიურიც შეიძლება იყოს.
განწმენდის, ნეგატიურისგან გათავისუფლების დღეა! სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ უსარგებლო ნივთებს და ადამიანებს, რათა მათ გარეშე, სუფთა ენერგეტიკით გააგრძელოთ ცხოვრება.
გაითვალისწინეთ, რომ დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან.
მართალია, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების და საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარებას მოინდომებთ, მაგრამ მსგავსი ქცევა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.
მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, წვეულების მოწყობისა და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. კარგი დღეა ხერხემლის, ძვლების, სახსრების და მუხლების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, ოპალი, მალაქიტი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.
