„თუ ადრე „პალიტრა“ ჰოლდინგი ცდილობდა პოზიციონირება, როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა 2“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს მისი ვარაუდია, თუმცა დაამატა, რომ საკუთარი ნათქვამის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს:
„მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის პროგრამის შინაარსს და ამის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, რეალურად აშკარად ჩანს, რომ არის აშკარად გარკვეული ცვლილებები, დაფინანსების ნაწილშიც.
„აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ“ - „პალიტრა მედია“ განცხადებას ავრცელებს
„არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს პოლიტიკური ჯგუფებისგან დაფინანსება“.
თუ ადრე „პალიტრა“ ჰოლდინგი ცდილობდა პოზიციონირება, როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა 2.“
თუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო, როგორც ზომიერ, დაბალანსებული დღეს დაემსგავსა „ფორმულას“ და განსხვავება აღარ არის. ეს ყველაფერი ამყარებს ეჭვებს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
