LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ქორწილი მართლაც საოცნებო იყო…ხელი მოვაწერეთ და პირდაპირ რეპეტიციაზე წავედი” – რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი” საკუთარ ქორწილს იხსენებს და იუმორით აღნიშნავს, რომ ეს სწორედ მისი ოცნების ქორწილი იყო.

რუსკას თქმით, ხელის მოწერის შემდეგ პირდაპირ რეპეტიციაზე წავიდა და მას შემდეგ 2 კვირა ქმარი არ უნახავს.

„ჩემი ქორწილი, საოცარი იყო, მართლაც ჩემი ოცნების ქორწილი. ხელი მოვაწერე „კონკაში” და წავედი რეპეტიციაზე. მაგის შემდეგ ჩემი ქმარი 2 კვირა არ მინახავს. რეპეტიციაზე მეძინა და მეღვიძა. სახლში იქეიფეს. მეცვა თეთრი კოსტიუმი და კედები. თაფლობის თვეზე ზაფხულში, ბერლინში წავედით. მაგრად ვიგულავეთ Coldplay-ის კონცერტზე“, – საუბრობს რუსკა მაყაშვილი.