სანქტ-პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქება კაფე „სტრიტ ბარში“ მოხდა.
ტელეგრამ არხების ცნობით, ბომბი იმ ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა.
არსებული ინფორმაციით, კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.
ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
