LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრი-ტრი, ანტონი როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება.. ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

„ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს. „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მთავრობის მეთაური სამართალდამცავების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაში ბრალდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადის „ანარქისტს“ უწოდებს.

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

„ტრი-ტრი, ანტონი როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს „რუსული ოცნებისა“ და ამ ხელისუფლების პრემიერ – მინისტრს.

ამასობაში, უმძიმესი ლექსიკით საუბრობს ახალგაზრდებზე. თითქოს, მათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდათ. მგონია, რომ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს.

„ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან. ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება. ბიძინა ივანიშვილმა ფანტასტიკურად შეაფასა – რაც გინდათ, ის დაუძახეთ და ის უწოდეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.