„დეგრადირებული ოპოზიცია აბსოლუტურად ხელმოცარულია“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, „დეგრადირებულ ექსტრემისტულ ოპოზიციას არ სურს, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა და ყველაფერს აკეთებენ, რომ შესწირონ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება“.
„თუ ვინმე ეწინააღმდეგება კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ეს არის დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია.
დღეს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა. ვინარჩუნებთ მშვიდობას, ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. ბუნებრივია, ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
