ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოჩნდნენ ადამიანი, რომლებიც მას მხარს უჭერენ და საინტერესოა ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან
„ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა.
ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა პოლიტიკური კონტექსტი იყოს ამ ყველაფრის უკან, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში – ცდილობდა, ამაში ედება ყოველ შემთხვევაში ბრალი, პოლიციელი დაეწვა ცოცხლად.
გამოჩნდნენ ადამიანი, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს
