რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. როგორც აფხაზური მედია იუწყება, სოხუმში პირველი საკონტეინერო მატარებელი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.
„ცოტა ხნის წინ მატარებელი 62 კონტეინერით ჩამოვიდა. ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში განხორციელდა. მატარებელმა გაიარა, საბაჟოს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა”, – აღნიშნა ალიას ლაბახუამ და დასძინა, რომ მატარებელი ტვირთს თურქეთიდან რუსეთშიც გაიტანს.
ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომ მათი ტერიტორიების გავლით, სატრანზიტო საქონელმა შეუფერხებლად უნდა გაიაროს.
წყარო: BM.GE
